შემეცნებითი ტური „ჯეოლაბსა“ და „ტექნოპარკში“

29 ნოემბერი,2016

25 ნოემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, გორის უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მოეწყო შემეცნებითი ტური „ჯეოლაბსა“ და „ტექნოპარკში“. ექსკურსიის მიზანი იყო სტუდენტებს მიეღოთ ინფორმაცია IT (კომპიუტერული ტექნოლოგიების) სფეროში მიღწეული პროგრესის შესახებ. სტუდენტებს უმასპინძლა „ჯეოლაბმა“, სადაც სტუდენტები გაეცნენ თანამედროვე რობოტებსა და ტექნიკას. პროექტის დირექტორმა, ბატონმა სანდრო ასათიანმა სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია სტარტაპების შესახებ და გზები, თუ როგორ მოახდინონ იდეების განხორციელება.
ტექნოპარკში სტუდენტები გაეცნენ ტექნოპარკის ფუნქციებს და მიღწევებს. მიიღეს ინფორმაცია ტექნოპარკის მიერ განხორციელებულ პროექტებზე.
სტუდენტებს მიეცათ საშუალება პირადად გამოეცადათ სხვადასხვა ტექნიკის მუშაობის პრინციპები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია.

მიმდინარე წლის 16 აპრილს, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, სსიპ-გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული...

14 აპრილი, 2025 სრულად ნახვა

ტრენინგი აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის

10 აპრილს უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების საკითხები". 

10 აპრილი, 2025 სრულად ნახვა