შეხვედრა

20 მაისი,2016

19 მაისს, შიდა ქართლის იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა შეხვედრა გამართეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატის საფეხურის სდუდენტებისთვის. შეხვედრა წარიმართა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და ს.ს.ი.პ. იურიდიული დახმარების სამსახურს შორის (www.legalaid.ge) გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
შეხვედრა ატარედბა საინფორმაციო ხასიათს, რომელიც შეეხებოდა როგორც იურიდიული დახმარების სამსახურს, მის ფუნქციონირებას ზოგადად, ისე იურიდიული დახმარების სამსახურში, მათ შორის შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროში დანერგილ და მიმდინარე პროექტს იურიდიული კლინიკის შესახებ. საუბარი შეეხო სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ბაზაზე ფუნქციონირებადი სისხლის სამართლის იურიდიული კლინიკის დებულების ცალკეულ პუნქტებს, რომელიც განსაზღვრავს იურიდიულ კლინიკაში სტაჟირების წესსა და საფუძვლებს, თუ ვის, რა ვადით და როდის აქვს უფლება გაიარაოს სტაჟირება, რა საქმიანობის განხორციელება მოუწევს სტუდენტს სტაჟირებისას და ზოგადად რა მიზნებს ემსახურება იურიდიული კლინიკის პროექტი. სტაჟირების დაწყების შესახებ დამატებით ეცნობებათ სტუდენტებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროში არსებული იურიდიული კლინიკის ყოფილი სტაჟიორები, რომლებმაც ისაუბრეს განვლილი სტაჟირების დეტალებზე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია.

მიმდინარე წლის 16 აპრილს, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, სსიპ-გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული...

14 აპრილი, 2025 სრულად ნახვა

ტრენინგი აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის

10 აპრილს უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების საკითხები". 

10 აპრილი, 2025 სრულად ნახვა