
სკრის საჯარო სკოლაში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების საჯარო ლექციები გაიმართა
15 მაისი,20252025 წლის 14 მაისს, სკრის საჯარო სკოლაში ჩატარდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების საჯარო ლექციების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის განათლებასთან დაკავშირებული თანამედროვე საკითხების გაცნობასა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას.
შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს შემდეგი თემატური ლექციები:
–პროფესორი თამილა გოგოლაძე — „ქართული ლიტერატურის სწავლების საკითხები თანამედროვე ეტაპზე“.
ლექცია შეეხებოდა სწავლების მეთოდოლოგიის თანამედროვე მიდგომებს, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის გზებსა და მისი სწავლებრივი რესურსის გადახედვის აუცილებლობას.
- პროფესორი მარიამ კობერიძე - „ქართული ენა, როგორც ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა“
ლექციის დროს განხილული იყო ქართული ენის განვითარების ისტორია, მისი როლი და ადგილი ერის ჩამოყალიბების პროცესსა და დღევანდელობაში.
–პროფესორი ლალი ოსაძე - „სოციალური რეკლამებით სწავლების მეთოდები განათლებაში“.
განხილული იყო სოციალური რეკლამის როგორც სწავლების ინოვაციური მეთოდის მნიშვნელობა, მის გავლენა მოტივაციაზე და სწავლების პროცესში გამოყენების პრაქტიკული გზები.
– პროფესორი მაკა სოსანიძე — „რეკლამისა და პიარის როლი უმაღლეს სასწავლებელებში“.
საუბარი შეეხო საგანმანათლებლო ორგანიზაციების კომუნიკაციური პოლიტიკის მნიშვნელობას, ბრენდინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამედროვე პრაქტიკას.
– პროფესორი თინათინ მშვიდობაძე — „კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტურობა საგანმანათლებლო პროცესში“.
მოსწავლეებმა გაიგეს მეტი ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე სწავლების პროცესში, როგორც სწავლების, ასევე შეფასებისა და ანალიტიკის თანამედროვე სტრატეგიებზე.
ლექციების მიზანი იყო მოსწავლეებში სამოქალაქო, აკადემიური და პროფესიული ცნობიერების ამაღლება და მათი წახალისება განათლებაზე ორიენტირებული არჩევანისკენ.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს სკოლებთან თანამშრომლობის ფარგლებში მსგავსი საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერას.