სტუდენტური დღეები 2026-ის ფარგლებში გაიმართა ინტელექტუალური თამაში
25 მაისი,2026გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სტუდენტური დღეები 2026“-ის ფარგლებში, მიმდინარე წლის 25 მაისს, ინტელექტუალური თამაში გაიმართა, რომელშიც უნივერსიტეტის თხუთმეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
დაძაბული და საინტერესო შეჯიბრების შედეგად გამარჯვებული გახდა გუნდი „Queens“. მისი წევრები არიან: ლალი დოთიაშვილი, ნანა ხოხაშვილი, ნინი ბეგლარიშვილი, ირინა ახალკაცი და მარიამ სულეიმანაშვილი.
გამარჯვებულ გუნდის წევრებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები