სტუდენტური ფესტივალი 2026

11 მაისი,2026

სტუდენტური ფესტივალი 2026-ის ფარგლებში გამართულ კლდეზე ცოცვის ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ლუკა გვარაძემ, რომელმაც შეჯიბრში გამარჯვება მოიპოვა.
ჩემპიონატი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა და მონაწილეებმა საკუთარი შესაძლებლობები, გამძლეობა და პროფესიონალიზმი წარმოაჩინეს. ლუკა გვარაძემ ღირსეულად წარადგინა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დამსახურებულად დაიკავა პირველი ადგილი.
ვულოცავთ ჩვენს სტუდენტს და ვუსურვებთ წარმატებას!
,,სტუდფესტი 2026’’ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსების ტარდება. ორგანიზატორები არიან: თბილისის მერია, რუსთავის მერია და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა გამართეს საქართველოში ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის...

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე, საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებისა და...

19 მაისი, 2026 სრულად ნახვა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები „სტუდფესტი 2026“-ზე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, მასშტაბური პროექტი „სტუდფესტი...

15 მაისი, 2026 სრულად ნახვა