სტუდენტური ფესტივალი 2026

01 მაისი,2026

მიმდინარე წლის პირველ მაისს ქალაქ რუსთავში საზეიმოდ გაიხსნა „სტუდენტური ფესტივალი 2026“, რომელმაც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები ერთ სივრცეში გააერთიანა. ფესტივალის მიზანია შექმნას ახალგაზრდებისთვის პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტების პიროვნულ განვითარებას, თანამშრომლობის გაძლიერებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გუნდური მუშაობის წახალისებასა და მოხალისეობრივი ინიციატივების განხორციელებას.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფესტივალში აქტიურად და მრავალმხრივად ჩაერთო, მონაწილეობა მიიღო როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ სახეობებში. უნივერსიტეტის სტუდენტებმა ღირსეულად იასპარეზეს ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა რაგბი, მკლავჭიდი, ასევე ინტელექტუალურ თამაშებში ჭადრაკი, შაში და ნარდი. თითოეულ მიმართულებაში მათ გამოავლინეს მაღალი პროფესიონალიზმი, ბრძოლისუნარიანობა და გუნდური სულისკვეთება.
“სტუდფესტი 2026” საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსებით ტარდება. ორგანიზატორები არიან: თბილისის მერია, რუსთავის მერია და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

პოეზიისა და მუსიკის საღამო

„სტუდენტური დღეები 2026“-ის ფარგლებში, 4 ივნისს, გორის სახელმიწფო უნივერსიტეტში პოეზიისა და მუსიკის საღამო ჩატარდა. უნივერსიტეტს სტუმრად ეწვივნენ...

04 ივნისი, 2026 სრულად ნახვა

Erasmus+ CBHE პროექტ „Re-Direction“-ის მესამე ტრანსნაციონალურ პარტნიორთა...

2026 წლის მაისში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საბერძნეთში, ათენის Metropolitan College-ში, სადაც მონაწილეობა მიიღეს Erasmus+...

03 ივნისი, 2026 სრულად ნახვა