ტრენინგების კვირეული
17 ივნისი,202616-17 ივნისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესიული ცენტრის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, კვალიფიკაციის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით ტრენინგების კვირეული გაიმართა.
საინფორმაციო შეხვედრები პროფესიული ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ჩოჩიშვილმა გახსნა.
ორდღიანი ინტენსიური კურსი ოთხ მოდულს დაეთმო:
16 ივნისი
მოდული I: ბავშვთა უფლებების ფუნდამენტური საფუძვლები (ნაწილი I) განხილული საკითხები: ბავშვის უფლებათა დაცვის პირველი ისტორიულ-სამართლებრივი აქტები და ორგანიზაციები; გაეროს კონვენციის ფუნდამენტური პრინციპები და ბავშვის ძირითადი უფლებები. ტრენერი: გიორგი მღებრიშვილი - განათლების ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული სპეციალისტი და საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის „ჰორიზონტი ევროპა“ კოორდინატორი.
მოდული II: შრომის, სახანძრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციები განხილული საკითხები: შრომის უსაფრთხოების სამართლებრივი ნორმები და უსაფრთხო შრომის პრინციპები; ორგანიზაციაში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა და კრიზისულ, საგანგებო სიტუაციებში სწორი რეაგირების მექანიზმები. ტრენერი: მარიამ არხოშაშვილი, ზაქარია დოთიაშვილი - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.
17 ივნისი
მოდული III: ბავშვთა უფლებები (ნაწილი II) განხილული საკითხები: ბავშვის უფლებათა სფეროში არსებული ეროვნული და საერთაშორისო კონტექსტი/კანონმდებლობა; თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და მათი პრაქტიკული გამოყენება. ტრენერი: გიორგი მღებრიშვილი - განათლების ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული სპეციალისტი.
მოდული IV: პირველადი გადაუდებელი დახმარება განხილული საკითხები: კრიტიკულ სიტუაციებში პირველადი დახმარების აღმოჩენის თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც აუცილებელია უცაბედი ტრავმებისა თუ ჯანმრთელობის გაუარესების დროს სწორი რეაგირებისთვის. ტრენერი: ლალი ბეჟანიშვილი - პროფესიული ცენტრის მედდა და მოდულის „პირველადი გადაუდებელი დახმარება“ განმახორციელებელი.
საინფორმაციო შეხვედრებმა დებატებისა და კითხვა-პასუხის ინტერაქციულ რეჟიმში ჩაიარა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, განეხილათ კონკრეტული პრაქტიკული ქეისები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე