ტრენინგი შრომის უსაფრთხოების და სახანძრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით

26 ივნისი,2026

გორი სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების, ადმინისტრაციისა და დამხმარე პერსონალისთვის 2026 წლის 24 და 25 ივნისს ჩატარდა ტრენინგი შრომის უსაფრთხოების და სახანძრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ტრენიგებს უძღვებოდნენ ზაქარია დოთიაშვილი და მარიამ არხოშაშვილი, სადაც განხილულ იქნა შრომის უსაფრთხოებისა და სახანძრო უსაფრთხოების საკითხები:

  • სამართლებრივი ნორმები შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
  • სამუშაო სივრცეში არსებული საფრთხეები და მათი კონტროლი;
  • ერგონომიკა;
  • ეკრანიან მოწყობილობასთან მუშაობა;
  • ვარდნის პრევენცია;
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და მათი სწორად მოხმარების პროცედურები;
  • ელექტრო უსაფრთხოება, ელექტრო ინსტრუმენტები და მოხმარების პროცედურები;
  • უსაფრთხოების მარეგულირებელი ნიშნები და მათი მნიშვნელობა;
  • სახანძრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმა;

ტრენინგის ბოლოს გაიმართა დისკუსია შრომის უსაფრთხოების და სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი დარეგულირების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

კონკურსი

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის “ვატიკანის Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცული ქართული და საქართველოსთან დაკავშირებული წყაროების...

20 ივლისი, 2026 სრულად ნახვა

კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა

მიმდინარე წლის 1 ივლისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, უნივერსიტეტში სტუდენტებისა და შიდა ქართლის...

01 ივლისი, 2026 სრულად ნახვა