საჯარო ლექცია

13 თებერვალი,2020

მიმდინარე წლის 13 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რომელმაც ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: “საუნივერსიტეტო დიპლომატია“.
ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილიმა, რომელიც მიესალმა სტუმრებს და ისაუბრა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე.
ბატონმა ზურაბ ხონელიძემ ხაზი გაუსვა სამშვიდობო განათლების მნიშვნელობას კონფლიქტური საკითხების დარეგულირების საქმეში და საუნივერსიტეტო დიპლომატიის თავისებურებებს. მან აღნიშნა, რომ უნივერსიტეტებს შორის დიპლომატიური კავშირი, რომელიც თავის მხრივ ფართოსპექტრიანია, აჯანსაღებს მხარეებს შორის ურთიერთობას და პასუხობს, როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ, ასევე, გლობალურ პრობლემებსა და გამოწვევებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
დასასრულს გაიმართა დისკუსია.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

მიმდინარე წლის 30 მარტს, „ჰორიზონტი ევროპა“ – საქართველოს ეროვნული ოფისის ინიციატივითა და ამავე ოფისის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის...

30 მარტი, 2026 სრულად ნახვა

ოპოლეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი ბრიგიდა კლიმენსი გორის...

მიმდინარე წლის მარტში, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია პარტნიორი, ოპოლეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის...

25 მარტი, 2026 სრულად ნახვა