ოპოლეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი ბრიგიდა კლიმენსი გორის უნივერსიტეტში

25 მარტი,2026

მიმდინარე წლის მარტში, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია პარტნიორი, ოპოლეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორი ბრიგიდა კლიმენსი.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ოფიციალური შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილთან. რექტორმა სტუმარს მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის და ხაზი გაუსვა ოპოლეს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული მჭიდრო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს აკადემიური გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

პროფესორმა კლიმენსმა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარა საჯარო ლექციების სერია. ინტერაქტიულ რეჟიმში განხილულ იქნა კომუნიკაციის თანამედროვე მოდელები და ეფექტური კომუნიკაციის როლი პროფესიულ საქმიანობაში. სტუდენტებმა ჯგუფური აქტივობების მეშვეობით თეორიული ცოდნა პრაქტიკული სავარჯიშოებით განამტკიცეს.

ვიზიტის ფარგლებში შედგა სამუშაო დისკუსია უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან. მხარეებმა განიხილეს ოპოლეს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სტრუქტურა და პროგრამები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობისა და ერთობლივი კვლევების პერსპექტივებს.

აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ოპოლეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი ბრიგიდა კლიმენსი გორის...

მიმდინარე წლის მარტში, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია პარტნიორი, ოპოლეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის...

25 მარტი, 2026 სრულად ნახვა

ქალთა უფლებების პროგრესი მსოფლიოში

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მსოფლიოში არსებულ პროგრესს მიეძღვნა.

17 მარტი, 2026 სრულად ნახვა