შეხვედრა ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების პროფესორებთან და პროგრამის ხელმძღვანელებთან

10 სექტემბერი,2020

2020 წლის 10 სექტემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიორგი სოსიაშვილი უცხო ენის სწავლებაში ინოვაციების დანერგვისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეხვდა ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების პროფესორებს, პროგრამის ხელმძღვანელებს.
რექტორმა ისაუბრა უცხო ენის სწავლებაში ხარისხის ამაღლების მიზნით დაგეგმილ სიახლეებზე, აქტივობებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი და უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ედვარდ რაუპი.
ჩამოყალიბდა რეფორმის განმახორციელებელი ჯგუფი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტანდარტების განვითარებისა და დანერგვის პროგრამის ხელმძღვანელ ნონა პოპიაშვილის, ფილოლოგიის დოქტორ (ინგლისური ენა) თამარ არაბულის, უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელ ედვარდ რაუპის, პროფესორ ზურაბ ჩხიკვაძისა და ასისტენტ-პროფესორ მაია ბოლაშვილის შემადგენლობით, რომლებიც კოორდინირებას გაუწევენ უცხო ენის სწავლა-სწავლების პროცესს, დაგეგმავენ და განახორციელებენ შიდა და გარე აქტივობებს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026

„მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026-ის” ფარგლებში ა/წ 18 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის...

18 სექტემბერი, 2026 სრულად ნახვა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „მეცნიერების რეგიონულ ფესტივალს 2026“...

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით სტარტი აიღო „მეცნიერების რეგიონულმა ფესტივალმა...

17 სექტემბერი, 2026 სრულად ნახვა