GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

21 სექტემბერი,2026

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით UNI4VERSE – FINEDU იწყება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება! პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა FinEdu-სთან პარტნიორობით და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

წლევანდელი კონკურსის მთავარი თემაა FinTech (ფინანსური განათლება). სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, შექმნან ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტები რეალური ფინანსური გამოწვევებისთვის.

რა გამოწვევებზე იმუშავებენ მონაწილეები?

ფინანსური სერვისების ინტეგრაცია: ახალი ფინანსური ტექნოლოგიების არსებულ სისტემებთან ინტეგრაცია რთულია, ხოლო მომხმარებელს უჭირს მრავალფეროვან სერვისებში ოპტიმალურის არჩევა.
გრძელვადიანი დაგეგმვა: გრძელვადიანი ფინანსური გადაწყვეტილებები (ინვესტიციები, საპენსიო დანაზოგები) აღიქმება რთულ პროცესად, რაც დაბალ ჩართულობას იწვევს.
ფინანსური უსაფრთხოება: მომხმარებლები ხშირად ხდებიან ფინანსური თაღლითობისა და კიბერ-დამნაშავეების მსხვერპლი დაბალი ინფორმირებულობისა და უყურადღებო ქცევის გამო.

ყოველდღიური ფინანსები: ადამიანებს უჭირთ ყოველდღიური ხარჯების გონივრული მართვა, ბიუჯეტირება და მიზნობრივი დანაზოგის შექმნა.
მცირე ბიზნესის ფულადი ნაკადები: მცირე ბიზნესებს აკლიათ მარტივი ინსტრუმენტები ფულადი ნაკადების (Cash Flow) წინასწარ გასაანალიზებლად, რაც მოულოდნელ ფინანსურ კრიზისებს იწვევს.

რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა?
პირველადგილოსანი სტუდენტური გუნდი გაემგზავრება გლობალურ ტექნოლოგიურ კონფერენცია WEB SUMMIT-ზე!

 20,000 ლარის ოდენობის გრანტი
 ვის შეუძლია მონაწილეობა?

კონკურსში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ფაკულტეტის, 17 წლის და უფროსი ასაკის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ გუნდურად.
შიდა კონკურსის შედეგად, ჩვენს უნივერსიტეტს ფინალში წარმოადგენს 1 საუკეთესო გუნდი (2–4 სტუდენტი +1 მენტორი).

კონკურსის განრიგი:
საინფორმაციო შეხვედრები & ვორქშოფები უნივერსიტეტში
ონლაინ სესიები იდეის დახვეწასა და Pitch Deck-ის მომზადებაზე
26–30 ოქტომბერი: ინტენსიური ტრენინგები (AI/ML, Software Dev, მეწარმეობა), მენტორშიფი და პროტოტიპირება FabLab-ში.

2 ნოემბერი: Demo Day თბილისის ტექნოპარკში

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება...

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დასაწყისი პირველკურსელთა მიღება საზეიმო და მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნა.

12 ოქტომბერი, 2026 სრულად ნახვა

სახალხო დღესასწაული „გორის დღეები 2026“

ღონისძიებაზე უნივერსიტეტმა წარადგინა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კრებულები და სასაჩუქრე, ბრენდირებული ნივთები. ქალაქის დღესასწაულის სტუმრებისთვის...

03 ოქტომბერი, 2026 სრულად ნახვა