საერთაშორისო საუნივერსიტეტო მობილობის პროგრამა

15 ივნისი,2026

ბრაზილიის უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფი (Grupo de Cooperação Internacional de Universidades Brasileiras – GCUB) აცხადებს საერთაშორისო საუნივერსიტეტო მობილობის პროგრამას „GCUB-Mob 2026". პროგრამა იმ სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბრაზილიის GCUB-ის წევრ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე სწავლის გაგრძელებით.

შერჩეული კანდიდატები სწავლას 2027 წლიდან დაიწყებენ. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 6 ივლისი.

პროგრამის ფარგლებში შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ სტიპენდია და შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ მასპინძელი უნივერსიტეტების მიერ შეთავაზებული სხვადასხვა სტუდენტური სერვისით.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.gcub.org.br/

https://www.scholarshiptab.com/scholarships/gcub-international-mobility-program-gcub-mob-2026

https://www.scholarshiptab.com/scholarships/gcub-international-mobility-program-gcub-mob-2026

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

კონკურსი

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის “ვატიკანის Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცული ქართული და საქართველოსთან დაკავშირებული წყაროების...

20 ივლისი, 2026 სრულად ნახვა

კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა

მიმდინარე წლის 1 ივლისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, უნივერსიტეტში სტუდენტებისა და შიდა ქართლის...

01 ივლისი, 2026 სრულად ნახვა