შეხვედრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან

16 ივნისი,2026

მიმდინარე წლის 16 ივნისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა და აკადემიკოსმა გიორგი სოსიაშვილმა შეხვედრა გამართეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან, სადაც განიხილეს უნივერსიტეტის ჩართულობით განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, რომელიც საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობებს ეხება.
აღნიშნული პროექტები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მიზანს წარმოადგენს „ვატიკანის Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცული ქართული და საქართველოსთან დაკავშირებული წყაროების სამეცნიერო კვლევა“, რომელიც ასევე ითვალისწინებს ვატიკანის პროპაგანდა ფიდეს არქივში დაცული რვატომეულის წყაროების აღწერას, თარგმნასა და გამოცემას წყაროების კორპუსის სახით.
შეხვედრის დროს სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია პროექტების შესახებ და გამოთქვეს სურვილი, რომ ისინი აქტიურად ჩაერთვებიან პროექტებით გათვალისწინებულ სამეცნიერო და სასწავლო აქტივობებში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რექტორის მოადგილე, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფ. ქეთევან ბარბაქაძე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საჯარო ლექცია

მიმდინარე წლის 11 ივნისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია (ონლაინ), თემაზე: „დანაშაულის კონცეფცია ფრანგი...

17 ივნისი, 2026 სრულად ნახვა

შეხვედრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 16 ივნისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა და აკადემიკოსმა გიორგი სოსიაშვილმა შეხვედრა გამართეს...

16 ივნისი, 2026 სრულად ნახვა