
2008 წლის საომარი მოქმედებებიდან 13 წლისთავი
08 აგვისტო,20212008 წლის საომარი მოქმედებებიდან 13 წლისთავზე, 8 აგვისტოს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რეტორის მოადგილემ და თანამშრომლებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ "შინდისის გმირთა" საბრძოლო მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოსთვის დაღუპული მეომრების ხსოვნას.