სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

20 თებერვალი,2025

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია „ეკონომიკა და ბიზნესი: გამოწვევები და პერსპექტივები“. კონფერენცია გახსნა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა, მონაწილეებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა პროფესორმა ნინო ორჯონიკიძემ, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელმა და კონფერენციის ორგანიზატორმა პროფესორმა თეა ხორგუშვილმა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 50 მოხსენება.

სექციებს უხელმძღვანელეს: პროფესორმა გიული გიგუაშვილმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლალი ოსაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა მაკა სოსანიძემ.

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საქმიანი ვიზიტი ვატიკანში

მიმდინარე წლის 8-12 დეკემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, აკადემიკოსი გიორგი...

15 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა

მეორე ტრენინგი ჟან მონეს კათედრის ფარგლებში

2025 წლის 12 დეკემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟან მონეს კათედრის ფარგლებში, გაიმართა მეორე ტრენინგი თემაზე „ევროკავშირის სოციალური...

12 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა