არგენტინის კუიოს კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი ხავიერ დიას ბაი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში

07 ნოემბერი,2025

მიმდინარე წლის 6–7 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია არგენტინის კუიოს კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი ხავიერ დიას ბაი.
ვიზიტის მიზანი იყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კუიოს კათოლიკურ უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება.
პროფესორ დიას ბაის შეხვდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილი. შეხვედრაზე პროფესორმა მღებრიშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმარს ვიზიტისთვის და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და განვითარების შესაძლებლობებს.
პროფესორმა დიას ბაიმ ასევე გამართა დისკუსია უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, სადაც განიხილეს სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობის ფორმატები. გარდა ამისა, ჩაატარა საჯარო ლექცია ეკონომიკისა და ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის პროგრამების სტუდენტებისთვის.
ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ინტერნაციონალიზაციის პროცესში, რომელიც მიზნად ისახავს უცხოელ პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაფართოებას, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობასა და საგანმანათლებლო სივრცეში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიციის გაძლიერებას.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

კონკურსი

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის “ვატიკანის Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცული ქართული და საქართველოსთან დაკავშირებული წყაროების...

20 ივლისი, 2026 სრულად ნახვა

კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა

მიმდინარე წლის 1 ივლისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, უნივერსიტეტში სტუდენტებისა და შიდა ქართლის...

01 ივლისი, 2026 სრულად ნახვა