
„ახალგაზრდების ჩართულობა სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონში“ - პრეზენტაცია
02 დეკემბერი,20142014 წლის 2 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის (საუნჯე, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი, ჰელფინ ჰენდი და ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ) პროექტის - „ახალგაზრდების ჩართულობა სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონში“ - პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებში სოციალური კომპეტენციის ზრდა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება ტრენინგების გზით, გორელ და ზუგდიდელ ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ახალგაზრდების მენტალობაზე ზეგავლენა თემის პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის პროცესში ჩართვის გზით. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდები. თითოეულ რეგიონში შეირჩევა 45 მონაწილე, რომლებიც ეტაპობრივად გაივლიან გადამზადებას და დაგეგმილ აქტივობებში ჩაერთვებიან.
ტრენინგები ჩატარდება ოთხი მიმართულებით:
1. ადვოკატირება;
2. საჯარო ინფორმაციის მოპოვება;
3. ეფექტური კომუნიკაცია;
4. ფასილიტაცია და მოდერაცია.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტები შესაბამის არასამთავრო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება.