ახალგაზრდული პარლამენტი

14 აპრილი,2015

2015 წლის 4-6 აპრილს ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ორგანიზებით გორის პირველი რეგიონული შერჩევითი კონფერენცია გაიმართა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც ისაუბრა ახალგაზრდების როლზე თანამედროვე საზოგადოების ფორმირებისა და განვითარების პროცესში.
საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ევროინტეგრაცია. ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს საზოგადოების ინფორმირებულობა. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია, ახალგაზრდების აქტიურობა და ჩართულობა ამ მიმართულებით. სამწუხაროდ, რეგიონებში სიტუაცია გაცილებით საგანგაშოა, ვინაიდან, რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს იშვიათად ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ სხვადასხვა არასასკოლო(არასაუნივერსიტეტო) აქტივობებში და თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ ამ საკითხებთან მიმართებით, განივითარონ კრიტიკული აზროვნება, დაეუფლონ საჯარო გამოსვლისა და დებატების კულტურას და გაიმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა.
გორის პირველი რეგიონული შერჩევითი კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა გორის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა თაობის ჩართვა მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო აქტივობაში, რაც მათ საშუალებას მისცემთ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ფორუმებსა და სესიებზე.
პროექტში მონაწილეობას ღებულობდა 60 დელეგატი.
აღნიშნულ პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა