ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი

01 ოქტომბერი,2018

28 სექტემბერს საქართველოს განათლებისა, მეცნიერების, სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით "მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2018“-ის ფარგლებში ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა.

სამეცნიერო ფესტივალის მიზანია სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია, ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა, ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, მკვლევართა მოტივაციის ზრდა, ახალგაზრდების სტუდენტებისა და სკოლის მოსწსავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.
ბათუმის სამეცნიერო პიკნიკზე გორის უნივერსიტეტს წარმოდგენილი ჰქონდა იმიტირებული არქეოლოგიური ველი და შიდა ქართლის ტერიტორიაზე, არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი არტეფაქტები.
პიკნიკის დროს, გორის უნივერსიტეტის კარავთან განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო, სტუმრები აქტიურად ჩაერთვნენ იმიტირებულ გათხრებში

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა