ბუნების სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიება

21 თებერვალი,2019

2019 წლის 21 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტს სტუმრად ეწვივნენ გორში არსებული ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის ბუნების საგნის პედაგოგ ლიკა გერმანიშვილთან და კლასის დამრიგებელ შორენა ციცქიშვილთან ერთად. ღონისძიების მიზანი იყო საგანი ბუნების სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მასალის -ბუნებრივი მოვლენები-უკეთ შესწავლა. ბიოლოგიის კაბინეტის სასწავლო რესურსების გამოყენებით , ბავშვებმა განიმტკიცეს ცოდნა ბუნებრივ კატაკლიზმებსა და მათგან თავდაცვის გზებზე.
პატარა სტუმრებს მიესალმნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და ფაკულტეტის პროფესორი დალი გოგინაშვილი.ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა ისაუბრა უნივერსიტეტის და სკოლის დაახლოების მნიშვნელობაზე და მზადყოფნა გამოთქვა შემდგომი თანამშრომლობის.
ღონისძიებას ეძღვებოდა ამავე ფაკულტეტის ბიოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი თინათინ იოსებიძე

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა