ჩემპიონატი ბორჯომისა და ბორჯომის რაიონის სკოლებს შორის

09 ივნისი,2016

 
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით ჩატარდა მანსანკანის სასკოლო ჩემპიონატი ბორჯომისა და ბორჯომის რაიონის სკოლებს შორის.  2016 წლის 7 ივნისს  ბორჯომის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა ფინალური კონკურსი. ფინალში 5 საჯარო სკოლა იღებდა მონაწილეობას:  ბორჯომის #1, #6, ახალდაბის, წაღვერისა და რველის საჯარო  სკოლები.
     ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა  ფედერაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ მახვილაძე, მსახიობი ზვიად ბლიაძე, „ილო ბეროშვილის შოუს“ რეჟისორი და მსახიობი გივი მელაშვილი, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ფერაძე, ბორჯომის საკრებულოს  წევრი და ფრაქციის თავმჯდომარე მარინე ნოზაძე.
    ჟიურიმ შეაფასა და გამოავლინა გამარჯვებული გუნდი.
 პირველი ადგილი მოიპოვა ახალდაბის საჯარო სკოლამ და გადაეცა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის თასი. ასევე, ტრადიციულად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ბორჯომის სასკოლო ჩემპიონატის ხუთივე ფინალისტი გუნდი დაასაჩუქრა ერთ დღიანი საერთო ექსკურსიით.
აღსანიშნავია, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მუდმივად ახორციელებს კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს რეგიონის მოსწავლე ახალგაზრდობისათვის და კვლავაც გეგმავს მათთვის საინტერესო პროექტებს.
 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა