დასაქმების ფორუმი

20 მაისი,2021

მიმდინარე წლის 20 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში მოეწყო. ფორუმის თანაორგანიზატორები არიან: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), მიმდინარე პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA), შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება (LINKS)“ ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთან (OSGF) თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.
ფორუმზე შიდა ქართლში არსებულმა 38–მა კომპანიამ 330–ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა. სამუშაო ადგილები კვების, წარმოების, სამშენებლო, საბანკო, სავაჭრო და მომსახურების სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაში 320–ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი ჩაერთო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით.
ღონისძიება გახსნა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ლია კილაძემ. სტუმრებს და მონაწილეებს მიესალმნენ: შიდა ქართლის გუბერნატორი, ბატონი მამუკა საღარეიშვილი, ქალაქ გორის მერი, ბატონი კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი მარიამ ხერგიანი და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი, ქალბატონი ნინო ველთაური.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა