დასუფთავების აქცია

30 ნოემბერი,2015


ა/წლის 28 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების სტუდენტების ინიციატივითა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მოეწყო დასუფთავების აქცია გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ ინიციატივას შეუერთდნენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებიც. ასევე დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელძღვანელმა თამუნა ბაგრატიამ.
დასუფთავდა გორიჯვრის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, მისასვლელი გზა და ე/წ პატარა გორიჯვრის ეკლესიის ტერიტორია. აქციაში აქტიურად ჩაერთვნენ და სპონსორობა გაუწიეს: სუპერმაკეტმა „პრაიმმა“, სასტუმრო „ვიქტორიამ“ ბიზნესმენებმა გია საურმა და დათო ცაციაშვილმა.
გორის უნივერსიტეტი მადლობას უხდის აქციაში ჩართულ ყველა მონაწილეს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა