ექსკურსია ვარძიაში

21 ივნისი,2014

2014 წლის 21 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის 50-მდე სტუდენტი, ფაკულტეტის დეკანი, პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები უნივერსიტეტის დაფინანსებით იმყოფებოდნენ ისტორიულ მესხეთში, სადაც მოინახულეს კლდეში ნაკვეთი ციხე-ქალაქი ვარძია, აწყურის, ხერთვისისა და თმოგვის ციხეები, ახალციხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი და რაბათის კომპლექსი.

სტუდენტებმა დიდი ყურადღებითა და ინტერესით დაათვალიერეს მესხეთის სიძველეები, გამოთქვეს სურვილი მსგავსი ექსკურსიების მოწყობის შესახებ და მადლიერება გამოხატეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიმართ ექსკურსიის ორგანიზებისა და ხელშეწყობისათვის.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა