
,,ერასმუს+“-ის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში
12 დეკემბერი,2023მიმდინარე წლის 11-12 დეკემბერს, ,,ერასმუს+“-ის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში - SQUARE“ ფარგლებში ფინალური კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმაპსინძლა.
კონფერენციაში სსიპ-გორის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მონაწილეობდნენ: რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოც, პროფ. ქეთევან ბარბაქაძე სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ზურაბ ზურაბაშვილი და იურიდიული სამსახურის უფროსი დავით კვერნაძე.
აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა ,,ერასმუს+“-ის კონკურსით დაფინანსებული ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში - SQUARE“-ს ფარგლებში. პროექტის მიზანია საუნივერსიტეტო მესამე მისიის საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. პროექტის ითვალისწინებდა უნივერსიტეტების 3M-ის აქტივობების აღწერას, მათი ანალიზის, სტრატეგიულ დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას, უნივერსიტეტის უმაღლესი მენეჯმენტისა და პერსონალის შესაძლებლობების გათვალისწინებით. პროექტის საქმიანობამ საფუძველი დაუდო ფუნდამენტურ ცვლილებებს საქართველოს უნივერსიტეტების პოლიტიკაში, ინსტიტუციურ დონეზე. პროექტის შედეგები წარმოადგენს ეროვნული გარე ხარისხის სისტემის განახლების ბაზისს და იძლევა უმაღლესი სასწავლებლების მენეჯმენტის განახლების საფუძველს გაიდლაინებისა და სწავლების, კვლევასა და საზოგადოებისთვის გაწეულ სერვისებს შორის კავშირის გაუმჯობესების მიმართულებით.