Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ტუშას უნივერსიტეტში (UNITUS) გაიმართა მე-7 საერთაშორისო საშტატო კვირეული

12 ივნისი,2026

2026 წლის 8-12 ივნისს, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, იტალიის ქალაქ ვიტერბოში, ტუშას უნივერსიტეტში (UNITUS) გაიმართა მე-7 საერთაშორისო საშტატო კვირეული, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეა ხორგუაშვილი; ამავე ფაკლუტეტის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფსორი ნინო ორჯონიკიძე; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე; ამავე ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი მამუკა ჯოლბორდი; განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ლაურა ელიაური; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი დავით ჩოჩიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი სპეციალისტი ანა ჩოჩია.
კვირეული გახსნეს და სტუმრებს მიესასალმნენ: ტუშას უნივერსიტეტის რექტორი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ვიტერბოს მერი და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის დელეგატები. წარმოდგენილი იყო UNITUS-ის დეპარტამენტებისა და მათი Erasmus+ აქტივობების პრეზენტაცია, მათ შორის მიმდინარე მობილობის პროექტებისა და ორმაგი დიპლომის პროგრამების მიმოხილვა.
კვირეული ასევე დაეთმო თემატურ სესიებსა და პანელურ დისკუსიებს, რომლებიც მოიცავდა თემების ფართო სპექტრს, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის როლს უმაღლეს განათლებაში, ხელოვნური ინტელექტის ეთიკასა და მის სოციალურ როლს, საგანმანათლებლო ტრენინგებისთვის ინოვაციურ ციფრულ ინსტრუმენტებს, ხელმისაწვდომობას, ინკლუზიას Erasmus+ მობილობის კონტექსტში და ხელოვნური ინტელექტის წვლილს გარემოსდაცვითი მდგრადობის განვითარებაში. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ტრანსნაციონალური განათლების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინგლისური ენის, როგორც STEM დისციპლინებში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის ინსტრუმენტის, გამოყენების საკითხები.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საჯარო ლექცია

მიმდინარე წლის 11 ივნისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია (ონლაინ), თემაზე: „დანაშაულის კონცეფცია ფრანგი...

17 ივნისი, 2026 სრულად ნახვა

შეხვედრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 16 ივნისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა და აკადემიკოსმა გიორგი სოსიაშვილმა შეხვედრა გამართეს...

16 ივნისი, 2026 სრულად ნახვა