
განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამების კოორდინატორი ნინო სულავა
24 ნოემბერი,201421 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამების კოორდინატორი ნინო სულავა, რომელმაც ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან. განათლების საერთაშორისო ცენტრი პრემიერ მინისტრის ინიციატივით შეიქმნა და სახელმწიფო განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას ემსახურება. ცენტრის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ საუკეთესო განათლება, აიმაღლონ კვალიფიკაცია და იყვნენ კონკურენტუნარიანნი საერთაშორისო ბაზარზე.
გაცვლითი პროგრამებზე კონკურსი გამოცხადდა შემდეგი მიმათულებებით: 1. საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა. 2. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამა.