განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პრეზენტაცია

26 იანვარი,2017

25 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ბატონმა დავით ჩოჩიშვილმა, გააკეთა პრეზენტაცია გასული წლის ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ. დეკანმა დეტალურად ისაუბრა ფაკულტეტის გეგმებზე სტუდენტებისათვის ხელსაყრელი სასწავლო პროცესის შექმნის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მისთვის და უნივერსიტეტისათვის სტუდენტების პროფესიული განვითარება მთავარი პრიორიტეტია. ასევე აღნიშნა, რომ ფაკულტეტის წარმომადგენლობა ყველა რესურსს იყენებს სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებისათვის და მოიყვანა სხვადასხვა მაგალითი სტუდენტების წარმატებების შესახებ, სხვადასხვა სფეროში. დეკანმა დასძინა, რომ მომდევნო სასწავლო წელი იქნება გაცილებით მრავალფეროვანი და შედეგიანი. მისი თქმით სტუდენტების მოტივაცია საკმაოდ მაღალია და ადმინისტრაცია მზადაა მიიღოს და შესაბამისად უპასუხოს გამოწვევებს, რომლის წინაშეც ფაკულტეტი დგას. მან აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები სწორედ ის ძალაა, რომლების სამომავლოდ შექმნიან სხვადასხვა ღირებულ პროდუქტებს ქვეყნის განვითარებისათვის.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა