
ღია კარის დღეები
24 თებერვალი,20152015 წლის 23 თებერვლიდან გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დაიწყო „ღია კარის დღეები“. აბიტურიენტები ეწვივნენ გორის უნივერსიტეტს, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, გაეცვნენ სასწავლო გარემოს და მიიღეს ინფორმაცია, თუ რა საბაკალავრო პროგრამებს სთავაზობს მათ გორის უნივერსიტეტი, სწავლების რა მეთოდები გამოიყენება და რა მიდგომებია დამკვიდრებული უნივერსიტეტში .
აბიტურენტებს შეხვდა და გაესაუბრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე.