
გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება
24 ნოემბერი,20142014 წლის 21 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გიორგობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს კულტურის ცენტრში არსებულ შემოქმედებით ჯგუფებში ჩართულმა სტუდენტებმა. წარმოდგენილი იყო როგორც ფოლკლორულ-ინსტრუმენტული, ასევე ხალხური, ქორეოგრაფიული და საესტრადო მუსიკალური ნომრები. მაყურებლის წინაშე წარდგნენ მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ვეტერანი გუნდი „კეხურა“ და პირველკურსელთა გუნდი „ჩარიაქი“.