ღონისძიება თემაზე: ”იაკობი, 60-იანელები და გერმანული კულტურა”

28 ნოემბერი,2017

24 ნოემბერს საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში, გორის რაიონის სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა სახლ-მუზეუმის, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი ღონისძიება თემაზე: ”იაკობი, 60-იანელები და გერმანული კულტურა”. ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ გერმანული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტები და პროფესორები: ლელა მახვილაძე და და ნინო ბაქრაძე.
ღონისძიება გახსნა მუზეუმის დირექტორმა ქალბატონმა ნათია ადუაშვილმა. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა ნესტან ბაგაურმა მოსწავლეებს და სტუდენტებს შესთავაზა საგანმანათლებლო-შემეცნებითი დისკუსია გერმანიის, გერმანელი ხალხისა და გერმანული საგანმანათლებლო სისტემის შესახებ იაკობ გოგებაშვილისა და ილია ჭავჭავაძის წერილების მიხედვით.
გორის უნივერსიტეტის პროფესორმა ლელა მახვილაძემ ისაუბრა ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების, საქართველოში გერმანელი ”კოლონისტებისა” და მათი საქმიანობის შესახებ. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მწერლის, პუბლიცისტის, ქართული ლიტერატურის გერმანულად მთარგმნელისა და გერმანულენოვანი გაზეთის „Kaukasische Post“ დამაარსებლის და მთავარი რედაქტორის არტურ ლაისტის უდიდეს ღვაწლს ქართველი ერის წინაშე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა