გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ვიზიტი კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში

03 ივნისი,2016


ევროპის დღეების ფარგლებში, სსიპ ,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისსა" და ნატო- საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ესტუმრნენ. ახალგაზრდებს მასპინძლობა ბაზის ინსტრუქტორებმა გაუწიეს. მოხალისეები გაეცნენ ქვედანაყოფის ისტორიას, ამოცანებს, სტრუქტურასა და მიზნებს, ასევე, თუ რა სახის მომზადებას გადიან საქართველოს შეიარაღებული ძალები საერთაშორისო მისიებში გამგზავრების წინ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ცენტრის ინფრასტრუქტურა და მოინახულეს ცენტრის სიმულაციური კლასები, სადაც თავად შეძლეს სიმულაციური გასროლის განხორციელება.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა