გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „შიდა ქართლის მომავლის ლიდერთა ფორუმს“ უმასპინძლა

24 თებერვალი,2026


2026 წლის 24 თებერვალს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ა(ა)იპ „ზენასოფლის“ ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, პროექტის „შიდა ქართლის მომავლის ლიდერთა ფორუმი“ ,დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. რექტორმა ხაზი გაუსვა მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას რეგიონში ახალგაზრდების გაძლიერებისა და მათი სამოქალაქო აქტივობის გაზრდის კუთხით.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს:
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა;
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ;
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, აკადემიკოსმა გიორგი სოსიაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ და დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს:
სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს დირექტორის მ/შ ვახტანგ ბააკაშვილმა;
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა მარლენ ნადირაძემ.
პროექტის მიზნებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს ა(ა)იპ „ზენასოფლის“ დირექტორმა დავით ახლოურმა და პროექტის კოორდინატორმა ზურაბ ზურაბაშვილმა, რომელმაც დაწვრილებით შეაჯამა პროექტის როლი რეგიონის ახალგაზრდების ეროვნული თვითშეგნების ამაღლების საქმეში.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი დაეთმო ფორუმის მონაწილეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს.
პროექტი „შიდა ქართლის მომავლის ლიდერთა ფორუმი“ მიზნად ისახავს ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაღვივებას, სოციალური ჩართულობის გაზრდას, ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვედრიეობის საკითხებისადმი ინტერესის გაღვივებას, რეგიონის მომავალი ლიდერების გამოვლენას.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდული პროექტის “მე, ოჯახი, სახელმწიფო”, პირველი ეტაპის დასკვნითი...

ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, დემოგრაფიული ფონდის თავმჯდომარის, ქალბატონ თამარ ჩიბურდანიძის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდული...

25 თებერვალი, 2026 სრულად ნახვა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „შიდა ქართლის მომავლის ლიდერთა ფორუმს“...

2026 წლის 24 თებერვალს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ა(ა)იპ „ზენასოფლის“ ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, პროექტის...

24 თებერვალი, 2026 სრულად ნახვა