
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი თემაზე „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“
25 აპრილი,2025
2025 წლის 25 აპრილს, ერასმუს+ პროგრამის ჟან მონეს კათედრის ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა მნიშვნელოვან ტრენინგს, რომელიც ეძღვნებოდა ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულების სხვადასხვა ასპექტს.
ტრენინგი გახსნა და მისასალმებელი სიტყვებით მონაწილეებს მიმართეს:
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა;
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ზურაბ ზურაბაშვილმა;
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით კვერნაძემ;
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეა ხორგუაშვილმა;
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა ;
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა.
ტრენინგის ფარგლებში გაიმართა ვიდეო-ფლეშ-მობის ჩვენება, რომელიც მომზადდა ახალგაზრდული ჰაბის მიერ.
ტრენინგის თემები მოიცავდა:
ევროკავშირის განათლების პოლიტიკას;
კულტურული მრავალფეროვნების პოლიტიკას;
კონკურენციის პოლიტიკასა და შიდა ბაზარს;
შრომის სამართალს;
მომხმარებელთა უფლებების დაცვას;
ფუნდამენტური უფლებების ქარტიას.
ტრენინგი ჩაატარეს კათედრის პროექტის ავტორმა და კათედრის ხელმძღვანელმა პროფესორმა ეკატერინე ქარდავამ, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა, დოქტორანტმა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰორიზონტის ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა, რექტორის მოადგილემ ზურაბ ზურაბაშვილმა.