
გორის უნივერსიტეტის გუნდი "კეხურა" საქართველოს ჩემპიონი გახდა
31 დეკემბერი,20152015 წლის 30 დეკემბერს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა მხიარულთა და საზრიანთა კლუბში. მონაწილე გუნდებმა წარმოადგინეს სამ-სამი ნომერი: მისალმება, ბიატრონი და საახლწლო სკეჩი. აღსანიშნავია, რომ გორის უნივერსიტეტის გუნდმა „ კეხურამ“ სამივე დავალებაში მიიღო უმაღლესი შეფასება და მოიპოვა 2015 წლის საქართველოს ჩემპიონის ტიტული.
ვულოცავთ გორის უნივერსიტეტის ყველა წარმომადგენელს ამ უმნიშვნელოვანეს წარმატებას.