
გორის უნივერსიტეტის გუნდი „კეხურა“ - წლის აღმოჩენა
20 მაისი,2015
2015 წლის 18 მაისს ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის. ფინალში მონაწილეობას იღებდა 6 უნივერსიტეტის გუნდი.
გორის უნივერსიტეტის გუნდი „კეხურა“ გახდა ჩემპიონი, მიენიჭა წლის აღმოჩენის ტიტული და გადაეცა სპეციალური თასი. ვულოცავთ გუნდ „კეხურას“ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.