გორის უნივერსიტეტის რექტორის ინტერვიუ “edu.aris.ge”-სთან “Re-Direction”-ის პროექტის შესახებ

28 ნოემბერი,2024

 

2024 წლის 21 ნოემბერს გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა მისცა ინტერვიუ ქართულ საგანმანათლებლო საინფორმაციო სააგენტო “edu.aris.ge”-ს. პროფესორმა მღებრიშვილმა ვრცლად ისაუბრა “Erasmus+”-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ “Re-Direction”-ის შესახებ უნივერსიტეტში მიმდინარე სხვა აქტივობებთან ერთად. რექტორმა ხაზი გაუსვა პროექტის 3 ძირითად მიმართულებას – ციფრული ტრანსფორმაცია, მდგრადი განვითარება, ინკლუზიურობა – და აქცენტი გააკეთა პროექტის 3-წლიან ხანგრძლივობაზე. ინტერვიუში ყურადღება გამახვილდა ასევე იმ გარემოებაზეც, რომ პროექტი ორიენტირებულია კონსორციუმის მონაწილე 16 პარტნიორ ორგანიზაციას შორის საქართველოდან, უკრაინიდან, საბერძნეთიდან და გერმანიიდან თანამშრომლობის გაღრმავებაზე. პროფესორმა მღებრიშვილმა ასევე აღნიშნა პროექტში საქართველოსა და უკრაინის განათლების სამინისტროების მნიშვნელოვანი წვლილის შესახებ. დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და

აზრებზე.
ინტერვიუ სრულად: https://edu.aris.ge/news/goris-saxelmwifo-universitetshi-studenti-mtavari-
prioritetia-reqtori-aleqsandre-mgebrishvili-studenturi-cxovrebisa-da-servisebis-shesaxeb.html

პროექტის ვებგვერდი: https://re-direction.org/
პროექტის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61563411968827
პროექტის LinkedIn გვერდი: https://www.linkedin.com/company/re-direction-project/
პროექტის X გვერდი: https://x.com/RE_DIRECTION_
#redirection #ErasmusPlus #inclusivity #sustainability #digitalization

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში

2025 წლის 7-10 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში, რომელსაც...

12 მარტი, 2025 სრულად ნახვა

დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო...

2025 წლის 28 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა დავით...

28 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა