ინტელექტუალური თამაში

11 მაისი,2015

2015 წლის 7 მაისს „სტუდენტური დღეების 2015“ ფარგლებში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა უნივერსიტეტის ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში ,,რა? სად? როდის?“. თამაშში მონაწილეობას იღებდა უნივერსიტეტის სამივე ფაკულტეტის და პროფესიული მიმართულების სტუდენტები, სულ შვიდი გუნდი.
თამაში გაიმართა ორ ეტაპად, დაისვა 24 შეკითხვა. გამარჯვება მოიპოვა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის გუნდმა ,,ნიკემ.“
გამარჯვებულ გუნდს საჩუქრები გადასცა და გამარჯვება მიულოცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ხორბალაძემ.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა