ჟან მონეს მოდულის შემაჯამებელი ღონისძიება

29 ივნისი,2023

მიმდინარე წლის 29 ივნისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ჟან მონეს მოდულის - ,,აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“, შემაჯამებელი ღონისძიება და ამავე მოდულის ავტორისა და კოორდინატორის, ეკატერინე ქარდავას ავტორობით გამოცემული წიგნის - ,,ევროკავშირი, ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი აპროქსიმაცია" პრეზენტაცია.
ღონისძიება გახსნა და მოდულის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ეკატერინე ქარდავამ. დამსწრეებს სიტყვით მიმართეს გორის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა, ამავე უნივერსიტეტის ურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა დავით კვერნაძემ და პრაქტიკული სამართლის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ბალახაშვილმა. შემაჯამებელ შეხვედრაზე ისაუბრეს გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა: ხატია ხაბაშვილმა, ნინო ბერკაცაშვილმა, მარიამ მარტიაშვილმა და ხატია მიკირტიჩიანმა, რომლებმაც დამსწრეებს გაუზიარეს მოდულის ფარგლებში, ევროკავშირის შესახებ სწავლების შედეგად მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები.
მოდული მიზნად ისახავდა ევროპული სწავლების გაძლიერებას და ასოცირების შეთანხმების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა