კლუბი ,,რეპორტიორი“

12 აპრილი,2016

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის კაბინეტთან კლუბი ,,რეპორტიორი“ დაარსდა.  2016 წლის 12 აპრილს კლუბის წევრებმა შიდა ქართლის რეგიონის ჟურნალისტობის მსურველ აბიტურიენტებს უმასპინძლეს. სტუმრებს ჟურნალისტის სპეციალობის შესახებ ესაუბრა ჟურნალისტიკის მიმართულების პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე; გორის უნივერსიტეტში სწავლის პირობებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს პროფესორებმა ალექსანდრე მღებრიშვილმა და მარიკა შერაზადიშვილმა. შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტების მიერ  გადაღებული სარეკლამო რგოლი. მსგავსი შეხვედრები გაიმართება ყოველ სამშაბათს, 14.00-ზე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა