
კონფერენცია
13 თებერვალი,20152015 წლის 12 თებერვალს ჩატარდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია გახსნა რექტორის მოადგილემ, პროფესორმა, ალექსანდრე მღებრიშვილმა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლევან მიდოდაშვილმა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამეცნიერო მიმართულების მთავარმა სპეციალისტმა გიორგი ყაზიშვილმა. კონფერენციის პროგრამით წარმოდგენილი გახლდათ 88 მოხსენება შემდეგ 10 სექციაში: „განათლება“, „კომპიუტერული ტექნოლოგიები და მათემატიკა“, „საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ბიოლოგია, გეოგრაფია) და მიმართულებათშორისი დარგი (სპორტი)“, „ბიზნესი და მართვა“, „ტურიზმი“, „სოციალური მეცნიერებანი და სამართალი“, „ქართული ენა“, „ქართული ლიტერატურა“, „უცხო ენა და ლიტერატურა“, „ისტორია“. კონფერენციის დასასრულს სექციების მიხედვით გამოვლინდნენ გამარჯვებული სტუდენტები, რომლებმაც დაიკავეს I, II, III ადგილები.
კონფერენციაში გამარჯვებულ და მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი სიგელები.