ლექცია

23 თებერვალი,2016

22 თებერვალს „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის“ ინიციატივით გაიმართა პირველი ლექცია თემაზე: „ თანამედროვე საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა კავკასიის კონტექსტში“.ლექციას კითხულობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი,აკადემიკოსი ლადო პაპავა;
საჯარო ლექციების ციკლი გახსნა „კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნაირა გელაშვილმა, რომელმაც ისაუბრა პროექტის მნიშვნელობის შესახებ. პროექტის მონაწილეებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ქუთაისის და ზუგდიდის უნივერსიტეტების რექტორები. სულ ჩართვაში მონაწილეობდა ოთხი უნივერსიტეტი.
ლექციამ სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია, ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.
მომდევნო ლექცია გაიმართება 23 თებევრალს 17 საათზე, თემაზე: „კავკასიის ინტეგრაცია დიაქრონულ საკითხებში“.ლექციას კითხულობს პროფესორი, თსუ-ს კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ცირა ბარამიძე;

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა