ლიტერატურულმა კაფემ უმასპინძლა ახალგაზრდა მწერალ ნათია როსტიაშვილს

22 აპრილი,2019

2019 წლის 22 აპრილს გორის უნივერსიტეტის ლიტერატურულმა კაფემ უმასპინძლა ახალგაზრდა მწერალ ნათია როსტიაშვილს.
გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა ისაუბრა მწერლის შემოქმედებაზე და აღნიშნა, რომ ნათია როსტიაშვილი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული პროზაიკოსია თავისი ორიგინალური სიუჟეტებითა და წერის განსაკუთრებული მანერით.
ნათია როსიტიაშვილი არაერთი ლიტერატურული კონკურსის პრიზიორია, როგორებიცაა: ,,წერო", ხვარამზე", ,,ოდეონი", ,,,ლიტერა", გოდერძიჩოხელის მინიატურების პრემია და სხვა. მისი ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა კრებულსა თუ პერიოდულ გამოცემაში. არის ორი პროზაული კრებულის - ,, ჭაღის ანგელოზისა" და სუნთქვის შემგროვებლის" ავტორი.
ნათიამ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი მოთხრობები და მინიატურები წაუკითხა და მათი შექმნის ისტორიასა და ინსპირაციის წყაროზე ესაუბრა.
შეხვედრა ძალიან თბილი და შემოქმედებითად დატვირთული იყო. აუდიტორიას საღამოს დასრულებამდე არ განელებია ემოციური მუხტი, რაც ოვაციასა და სტუმრისადმი დამოკიდებულებაში გამოიხატა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა