მარნეულის მუნიციპალიტეტის დაბა შაუმიანის #1 და #2 საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში

03 აპრილი,2025

მიმდინარე წლის 3 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის დაბა შაუმიანის #1 და #2 საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები.
სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტი, გაეცნენ მის ისტორიასა და მიმდინარე სიახლეებს. რის შემდეგაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია საკუთარი მუნიციპალიტეტისა და სკოლის შესახებ, შესრულდა რამდენიმე მუსიკალური ნომერი.
შეხვედრას უძღვებოდნენ: გორის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ანა იმნაძე და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, ლიზი ბალახაშვილი.
გორის უნივერსიტეტში ვიზიტი განხორციელდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის "არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა" პროექტის "ერთად მომავლისკენ", ფარგლებში.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საქმიანი ვიზიტი ვატიკანში

მიმდინარე წლის 8-12 დეკემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, აკადემიკოსი გიორგი...

15 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა

მეორე ტრენინგი ჟან მონეს კათედრის ფარგლებში

2025 წლის 12 დეკემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟან მონეს კათედრის ფარგლებში, გაიმართა მეორე ტრენინგი თემაზე „ევროკავშირის სოციალური...

12 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა