მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017

26 სექტემბერი,2017

26 სექტემბერს, "მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017" ფარგლებში, გორის უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა და შიდა ქართლის საჯარო და კერძო სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია "იპოვე შენი მომავალი ჩვენთან".
კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც ისაუბრა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე, უნივერსიტეტისა და სკოლების დაახლოებისა და მოსწავლეების მეტ ჩართულობაზე სამეცნიერო და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ბატონმა ალექსანდრემ დამსწრეებს და მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში გორის უნივერსიტეტში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
კონფერენციების მონაწილეებს ასევე მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს გორის უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ლევან მიდოდაშვილმა და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა.
პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში. წარმოდგილი იყო 28 მოხსენება.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა