მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“

02 ოქტომბერი,2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე წელს 24 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით იმართება „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“.
30 სექტემბერს სამეცნიერო პიკნიკი 2017 ჩატარდა ქალაქ გორში, რომელსაც მასპინძლობა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაუწია!
პიკნიკზე გორის უნივერსიტეტი წარდგა საგამოფენო-შემეცნებითი კუთხით, სადაც წარმოდგენილი იყო გუდაბერტყას ბრინჯაოს ხანის ნასოფლარის ძვ.წ IV-I ათასწლეულით დათარიღებული არტეფაქტები.
ამასთან ერთად დამთვალიერებლებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის სპეციალურად მოეწყო არქეოლოგიის იმიტირებული ველი, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევდა თავად მიეღოთ მონაწილეობა არქეოლოგიურ გათხრებში და აღმოეჩინათ ჩამარხული არტეფაქტები.
იმიტირებულმა არქეოლოგიურმა ველმა მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია, აქტიურად ჩაერთნენ გასართობ-შემეცნებით პროცესში, სკოლის მოსწავლეებმა ერთი დღის განმავლობაში მოირგეს არქეოლოგების როლი!

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა