მეორე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი

29 ნოემბერი,2017

მიმდინარე წლის 23-24 ნოემბერს თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის პატრონაჟით და თურქეთის საისტორიო საზოგადოების მხარდაჭერით გაიმართა რიგით მეორე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი თემაზე ქართულ-თურქული ურთიერთობები.
საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულები იყვნენ თურქეთის და საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლები. აღნიშნულ სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელიც გახლდათ აღნიშნული სიმპოზიუმის საპატიო საბჭოს წევრი. ასევე, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა გააკეთა მოხსენება თემაზე: „თურქული წყაროები ორი ქართული ქალაქის (ცხინვალი და ახალგორი) შესახებ“.
სიმპოზიუმის მიმდინარეობისას პროფესორმა გიორგი სოსიაშვლმა შეხვედრა გამართა თურქეთის საისტორიო საზოგადობის თავმჯდომარესთან, პროფესორ რეფიქ თურანთან და შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან, პროფესორ ჰიქმეთ ოქრუზთან, სადაც მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ მესამე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი გაიმართება საქართველოში და მას გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის უმასპინძლებს.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა