მეორე ტრენინგი ჟან მონეს კათედრის ფარგლებში

12 დეკემბერი,2025

2025 წლის 12 დეკემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟან მონეს კათედრის ფარგლებში, გაიმართა მეორე ტრენინგი თემაზე „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“.
ტრენინგი გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა დავით კვერნაძემ. ჟან მონეს კათედრის საქმიანობისა და უკვე განხორციელებული აქტივობების შესახებ მოხსენება გააკეთა კათედრის ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ტრენინგის თემატურ მიმართულებებზე ისაუბრეს ჟან მონეს კათედრის წევრებმა: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰორიზონტის ოფისის ხელმძღვანელმა, დოქტორანტმა გიორგი მღებრიშვილმა; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდული ჰაბის უფროსმა ხატია ხაბაშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია, ასევე მოეწყო ჟან მონეს კათედრის ფარგლებში მომზადებული ვიდეომასალების ჩვენება.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, ადმინისტრაციულმა პერსონალმა და სტუდენტებმა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

კონკურსი

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის “ვატიკანის Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცული ქართული და საქართველოსთან დაკავშირებული წყაროების...

20 ივლისი, 2026 სრულად ნახვა

კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა

მიმდინარე წლის 1 ივლისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, უნივერსიტეტში სტუდენტებისა და შიდა ქართლის...

01 ივლისი, 2026 სრულად ნახვა