სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
17 დეკემბერი,20252025 წლის 17 დეკემბერს, ჰიბრიდულ რეჟიმში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება და ინოვაციები“.
კონფერენცია გახსნა, მონაწილეებსა და სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი. ბატონმა რექტორმა მადლობა გადაუხადა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის და უსურვა წარმატებები.
მონაწილეებს მიესალმნენ: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეა ხორგუაშვილი.
კონფერენციაზე პროგრამით წარმოდგენილი იყო ორასზე მეტი მოხსენება შემდეგ სექციებში:
ისტორია;
ფილოლოგია;
სოციალური მეცნიერებები და სამართალი;
ბიზნესი, ეკონომიკა და ტურიზმი;
განათლება და პედაგოგიკა;
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
მათემატიკა და ინფორმატიკა;
სპორტი და სპორტის მენეჯმენტი.